წარმოგიდგენთ მრავალფუნქციურ გარე სათვალთვალო კამერას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის 4MP გამოსახულებას დღის და ღამის რეჟიმში. კამერა აღჭურვილია CMOS სენსორით, ღამის ხედვითა და პანორამირება-დახრის ფუნქციით, რაც იძლევა ფართო და მოქნილ დაკვირვების შესაძლებლობას — 360°.
ჩაშენებული მიკროფონი და ორმხრივი აუდიო საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ უყუროთ, არამედ ესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც კამერის თვალთახედვის არეალში იქნებიან. კამერას ასევე აქვს მოძრაობის აღმოჩენის, ადამიანის მოძრაობის თვალყურის დევნების, ხმოვანი სიგნალიზაციისა და უჩვეულო ხმის აღმოჩენის ფუნქციები, რაც უსაფრთხოებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
IP65 დაცვის ხარისხის წყალგამძლე და მტვრისგან დაცული კორპუსი იდეალურია გარე პირობებისთვის. ვიდეო კოდირება ხორციელდება H.265 ფორმატით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების ეფექტურ დამუშავებას და შენახვას.
მეხსიერების შენახვა შესაძლებელია მეხსიერების ბარათზე ან ღრუბლოვან სერვერზე. კამერა მხარს უჭერს Wi-Fi კავშირს და AP Hot Spot ფუნქციას, რაც მის გამოყენებას უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.
ეს ჭკვიანი კამერა იდეალური გადაწყვეტილებაა თქვენი სახლის, ოფისის ან აგარაკის უსაფრთხოებისთვის.
აკონტროლე ფართო არეალი ერთი ჭკვიანი კამერის საშუალებით — მეტი უსაფრთხოებისთვის!
ინოვაცია — შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი, მზის ენერგიის წყაროთი!
საკეტები
სარწყავი სისტემები
კამერები
კარის ზარები, დომოფონები
ელექტრო მოწყობილობები
სხვა მოწყობილობები
