წარმოგიდგენთ მრავალფუნქციურ გარე სათვალთვალო კამერას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის 15MP გამოსახულებას დღის და ღამის რეჟიმში. კამერა აღჭურვილია CMOS სენსორით, ღამის ხედვითა და ფართო ხედვის შესაძლებლობით — 90 + 90 + 90°, რაც გაძლევთ უფრო მოქნილ და ფართო დაკვირვების საშუალებას.
ჩაშენებული მიკროფონი და ორმხრივი აუდიო საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ უყუროთ, არამედ ესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც კამერის თვალთახედვის არეალში იქნებიან. IP66 დაცვის ხარისხის წყალგამძლე და მტვრისგან დაცული კორპუსი იდეალურია გარე პირობებისთვის.
ვიდეო კოდირება ხორციელდება H.265X ფორმატით, რაც უზრუნველყოფს მონაცემების ეფექტურ შენახვას. მეხსიერების შენახვა შესაძლებელია მეხსიერების ბარათზე ან ღრუბლოვან სერვერზე. მართვა მარტივად ხორციელდება შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით.
ეს ჭკვიანი კამერა იდეალური გადაწყვეტილებაა თქვენი სახლის, ოფისის ან აგარაკის უსაფრთხოებისთვის.
აკონტროლე სამი სხვადასხვა არეალი ერთი ჭკვიანი კამერის საშუალებით — მეტი უსაფრთხოებისთვის!
ინოვაცია — შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი, მზის ენერგიის წყაროთი
საკეტები
სარწყავი სისტემები
კამერები
კარის ზარები, დომოფონები
ელექტრო მოწყობილობები
სხვა მოწყობილობები
