კონფიდენციალურობის პოლიტიკა
- მთავარი
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დოკუმენტი განსაზღვრავს, როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს კომპანია სმარტუნა მომხმარებელთა პირად ინფორმაციას ვებსაიტის www.smartuna.ge გამოყენებისას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობა და მონაცემთა უსაფრთხოება, რის გამოც ყველა პროცესი შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
- ზოგადი პირობები
1.1. ვებსაიტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს.
1.2. კომპანია იტოვებს უფლებას, ცვალოს პოლიტიკა წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ვებსაიტზე.
- შეგროვებული მონაცემები
2.1. კომპანია აგროვებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მომსახურების ეფექტური მიწოდებისთვის. ასეთია:
- სახელი, გვარი;
- ელ.ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- მიწოდების მისამართი;
- გადახდის დეტალები (დამუშავებულია უსაფრთხო გადამხდელი სისტემის მეშვეობით);
- IP მისამართი და ბრაუზერის ტექნიკური ინფორმაცია.
2.2. მონაცემები შეგროვდება მომხმარებლისგან შეკვეთის გაფორმების, რეგისტრაციის ან კონტაქტური ფორმების შევსებისას.
- მონაცემების გამოყენება
3.1. შეგროვებული მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- შეკვეთების გაფორმება და მიწოდება;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთების ან მომსახურების შესახებ;
- ინფორმაციის გაგზავნა ახალი პროდუქციისა და შეთავაზებების შესახებ (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით);
- საიტის ფუნქციონირებისა და გაუმჯობესების ანალიტიკა.
- მონაცემების დაცვა
4.1. კომპანია იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის მონაცემების არალეგალური წვდომის, შეცვლის, დაკარგვის ან განადგურებისგან დასაცავად.
4.2. მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ კომპანიის იმ თანამშრომლებს ან მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებსაც ეს პირდაპირ სჭირდებათ.
- მონაცემების გაზიარება მესამე მხარეს
5.1. მომხმარებლის მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- მიწოდების მომსახურების კომპანიები (მხოლოდ აუცილებელი მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის ფარგლებში);
- გადახდის მომსახურების პროვაიდერები (დაცული არხებით);
- კანონით დადგენილ შემთხვევებში, სახელმწიფო ორგანოების მიმართ მოთხოვნის საფუძველზე.
- Cookies და ანალიტიკა
6.1. ვებსაიტი იყენებს „ქუქი“ ტექნოლოგიას, რაც საჭიროა საიტის ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
6.2. მომხმარებელს შეუძლია ბრაუზერში გამორთოს ქუქის გამოყენება, თუმცა ეს შესაძლოა ზეგავლენას მოახდენს საიტის მუშაობაზე.
- მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მოითხოვოს საკუთარი მონაცემების წვდომა;
- შეცვალოს ან წაშალოს საკუთარი მონაცემები;
- უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე;
- დაუსვას კითხვები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
საბუთის მიღება შესაძლებელია ელფოსტაზე მოთხოვნის საფუძველზე.
საკეტები
სარწყავი სისტემები
კამერები
კარის ზარები, დომოფონები
ელექტრო მოწყობილობები
სხვა მოწყობილობები